თარიღი    დრო

ქუთაისში მძიმე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სპეციალიზირებული მომსახურების ცენტრი გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 20:15 03.29.2017 1896

ქუთაისში მძიმე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სპეციალიზირებული მომსახურების ცენტრი გაიხსნა. დაწესებულებაში 24 საათიანი სამედიცინო მომსახურების, რეაბილიტაციის, ინდივიდუალური განვითარებისა და თემში ინტეგრირების სერვისების მიღება იქნება შესაძლებელი.

„მე მიხარია, რომ იმ მცირე ხნის განმავლობაში, რაც ბავშვები აქ იმყოფებიან და მათზე ინდივიდუალური მოვლა ხორციელდება, მათი განვითარება უკვე თვალშისაცემია,“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

ცენტრის გახსნას დაესწრო აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იან კელიც.

„ეს კიდევ ერთი მაგალითია საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების კარგი პარტნიორობის. აუცილებლად უნდა ვახსენოთ UNICEF-იც, რომელიც ამ პროექტში მონაწილეობდა. ძალიან მომეწონა ეს ცენტრი - არა მხოლოდ მისი გარეგნული მხარე, არამედ სერვისის მომწოდებლების დამოკიდებულება. ეს სიყვარული და ზრუნვა ცენტრში მყოფი ბავშვების მიმართ - თვალშისაცემია,“ - განაცხადა იან კელიმ.

 




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

10:23 „ელიტ ელექტრონიქსისში“ კონდიციონერებზე ფასდაკლება დაიწყო

16:32 კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებას მხარს ვუჭერთ - სავალუტო ფონდის წარმომადგენელი

12:40 94-ე მუხლი არც ნორმალურია და არც მისაღები - ბიზნესმენი დევიდ ლი

14:35 ელიტ ელექტრონიქსი მაღაზიათა ქსელს აფართოებს

13:11 შატო მუხრანის რეზერვმა უპრეცენდენტო ჯილდო მოიპოვა

15:37 „ელიტ ელექტრონიქსმა“ Hitachi-ს ბრენდის უახლესი მოდელის მაცივრები წარმოადგინა

15:39 შატო მუხრანის 2013 წლის საფერავმა გავლენიან ღვინის საერთაშორისო კონკურზე ოქროს მედალი მოიპოვა

12:19 გიორგი ჭუმბურიძე: უნდა გაუქმდეს სამრეწველო დანადგარებზე საბაჟო გადასახადი



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 77.3%
შემცირდა 19.1%
არ შეცვლილა 3.6%