თარიღი    დრო

ვისთანაც ჩანაწერი შესაძლოა გაკეთებულიყო, გამოძიებას ეს პირი დავუსახელე - მამუკა ახვლედიანი

საქართველო, თბილისი - 15:42 02.17.2017 516

ვისთანაც ჩანაწერი შესაძლოა გაკეთებულიყო, გამოძიებას ეს პირი დავუსახელე, - განაცხადა საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა მოსამართლის წინაშე დაკითხვის შემდეგ.

"არასოდეს, ფინანსებზე ჩემთან არავის უსაუბრია, სასამართლოში არსებულ პრობლემებზე კი ბევრთან მილაპარაკია, მათ შორის ჟურნალისტებთანაც. მე უფრო მეტი კითხვა მაქვს ამ საქმეზე ვიდრე სხვა დანარჩენებს," – აღნიშნა ახვლედიანმა.

ის არ უარყოფს, რომ ჩანაწერის დიდ ნაწილში მისი ხმაა, მაგრამ დასძენს, რომ ეს არ ნიშნავს, თითქოს მასთან ფინანსებზე საუბარი შედგა.

"2 მეტრზე ახლოს, ნიკა გვარამიასთან მარტოს არასდროს მილაპარაკია. ერთ-ერთ საუბარს, რომელიც გავიხსენე, დაახლოებით 300 ადამიანი ესწრებოდა,"- ამბობს ახვლედიანი.

საქმე ეხება ,,რუსთავი2“ -ის გენერალური დირექტორის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მისი და მამუკა ახვლედიანის პირადი საუბრის ამსახველი ვიდეო ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების საქმეს, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს.

გამოძიებისადმი უნდობლობის გამო, ნიკა გვარამიას მსგავსად, მამუკა ახვლედიანმაც მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა დაკითხვა.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 80.3%
შემცირდა 16.6%
არ შეცვლილა 3.1%