თარიღი    დრო

საქართველოს პრეზიდენტი ცხინვალში დანიშნულ ე.წ. პლებისციტსა და საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმიანება

საქართველო, თბილისი - 12:34 02.07.2017 1223

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ცხინვალში, 9 აპრილს დანიშნულ ე.წ. პლებისციტსა და საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,პლებისციტი, არჩევნები ან რაიმე სხვა ქმედება რომელიც გულისხმობს მოსახლეობის ნების თავისუფალ გამოხატვას ვერ განხორციელდება ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპირებულია უცხო სახელმწიფოს მიერ, საიდანაც გამოდევნილია მკვიდრი მოსახლეობის უმრავლესობა, სადაც ჩატარდა ეთნიკური წმენდა და დღეს ადგილზე ეფექტური კონტროლი განმახორციელებელ ერთადერთ ძალად გველენება რუსეთის ფედერაცია.

ნებისმიერ მცდელობა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს შეეცვალოს სახელწოდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების თანხმობის გარეშე, წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და მთლიანობის ხელყოფის მცდელობას და მორიგ ნაბიჯს, გადადგმულს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემგომი ანექსიისაკენ.

კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას რომ გადადგას რეალური ნაბიჯები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისა და ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისაკენ.

მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას რომ წინ აღუდგნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფას და ამ ე.წ. არჩევნებსა და პლებისციტის  შედეგების ლეგიტიმაციის ნებისმიერ მცდელობას”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 80.4%
შემცირდა 16.5%
არ შეცვლილა 3.1%