თარიღი    დრო

ფსიქიკური მდგომარეობის მქონე პაციენტი არასრული მკურნალობის გამო, კლინიკაში არაერთხელ ხვდებოდა თვის განმავლობაში - ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველო, თბილისი - 14:07 01.23.2017 869

ჯანდაცვის სამინისტრო ზოგიერთ საავადმყოფოში ფსიქიატრიული სერვისების დახურვასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას ეხმიანება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლეად გთავაზობთ:

,, გასული წლის განმავლობაში ჩატარებული მონიტორინგის სამსახურის ანალიზმა აჩვენა, რომ 2016 წელს არსებული დაფინანსების სისტემა კლინიკებს რიგ შემთხვევებში აძლევდა მანიპულირების საშულებას. გამოიკვეთა არაერთი შემთხვევა, როდესაც მწვავე ფსიქიკური მდგომარეობის მქონე პაციენტი არასრული მკურნალობის გამო კლინიკაში არაერთხელ ხვდებოდა თვის განმავლობაში. ეს კლინიკებს აძლევდა საშუალებას, არასრული მკურნალობით მოეპოვებინა ფინანსები.

ახალი მეთოდოლოგია ასეთ რისკებს მინიმუმამდე ამცირებს და უზრუნველყოფს თანხების სამართლიან გადანაწილებას ქრონიკული მდგომარეობის მქონე პაციენტებზე.

ცალსახად ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში არსებული საწოლების რაოდენობა საკმარისია იმისათვის, რომ პაციენტებს მიეწოდოთ დროული და ხარისხიანი მომსახურება.

ცხადია, ეს ცვლილებები არ იქნება მისაღები იმ დაწესებულებებისთვის, რომელბმაც თავად უნდა გადაწყვიტონ, რა იქნება მათთვის პრიორიტეტი - პაციენტი თუ ფინანსური სარგებელი.

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ცვლილელები პირველ რიგში მიმართულია პაციენტების ინტერესებისკენ“, - ნათქვამია მიმართვაში.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 81.4%
შემცირდა 15.4%
არ შეცვლილა 3.2%