საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეს სოციალურ ქსელში ეხმიანება. სალომე ზურაბიშვილი ხაზს უსვამს ისტორიული მეხსიერების და პასუხისმგებლობის მნიშვნელობას, რათა კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი ტრაგედია აღარ განმეორდეს.
ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას. ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ, ვთქვათ აღარასდროს და ვიმოქმედოთ, რათა ისტორიის ეს ყველაზე ბნელი თავი აღარასდროს განმეორდეს, - წერს ზურაბიშვილი.