თარიღი    დრო

გიორგი კვირიკაშვილი: ჯანდაცვის რეფორმა მეორე ეტაპზე გადადის

საქართველო, თბილისი - 15:43 12.09.2016 1914

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში ჯანდაცვის რეფორმა მეორე ეტაპზე გადადის, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ჯანდავცის რეფორმა იყო წარმატებული და მას დღეს არაერთი ქვეყანა სწავლობს.

,,დღეს გადავდივართ მეორე ეტაპზე, როდესაც პრიორიტეტები უფრო მეტად უნდა გამოვკვეთოთ საჭიროებებზე ორიენტირებული, სერვისებს განვითარება და ასევე ხარისხზე გავაკეთოთ უფრო მეტი აქცენტი”, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მომზადებული აქვს მეორე, ახალი ეტაპის რეფორმა.

„მინდა, ჯანდაცვის მინისტრს ვთხოვო, აქტიურად იმუშაოთ კლინიკების მენეჯმენტთან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, მოახდინოთ კლინიკური აუდიტის ფორმით, სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესწავლა. იქნება ის ინფექციებზე კონტროლი, მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, გართულების თავიდან აცილების ეფექტური საშუალებები, შემთხვევები. სამედიცინო მოვლის ხარისხი უნდა გახდეს პრიორიტეტი, რომ ჩვენ მოქალაქეებს შევთავაზოთ კიდევ უფრო მაღალი დონის ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისი”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 80.4%
შემცირდა 16.5%
არ შეცვლილა 3.1%