”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ დავით ნარმანიას გადადგომის მოთხოვნა იმ პირების მხრიდან, რომლებიც ფუთავდნენ გიგი უგულავას მმართველობას, არაკორექტულია. მისივე თქმით, არ ახსოვს ასეთი აქტიურობა ,,პარტიზან მებაღე“ ფერაძისა და ალეკო ელისაშვილის მხრიდან, 2012 წლამდე მიმდინარე პროცესების დროს.
,,გავიხსენოთ რა ხდებოდა სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გიგი უგულავას მმართველობის დროს მოხდა ქალაქის მთავარი იერსახის დამახინჯება. როცა განაშენიანდა სპორტის სასახლის უკან მდებარე ტერიტორია, მოიჭრა 20 ათასი ხე, თუმცა ეს არავინ იცოდა. ერთი ხეც მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუკი არ მეცოდინება დეტალები, შეფასებას ვერ გავაკეთებ, თბილისის მერიამ მაქსიმალური უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქალაქის ინტერესები იყოს დაცული”, - აღნიშნა კობახიძემ და დასძინა, რომ მერიის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე მმართველ გუნდში მსჯელობა იყო.