აღსრულების ეროვნულ ბიუროში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილია ორი პიროვნება. გავრცელებული ინფორმაციით, იპოთეკარს ბინის პატრონმა ცეცხლასროლი იარაღიდან ექვსჯერ ესროლა. დაჭრილია თავად ბინის პატრონიც.
ორივე დაშავებული გადაყვანილია ღუდუშაურის საავადმყოფოში.