,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიას აქვს ყველა რესურსი არჩევნებში დამოუკიდებლად გამარჯვებისათვის. მისი თქმით, ამის თქმის საფუძველს აძლევს პერიოდულად ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები და ასევე, პარტიული რესურსი.
„ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი, პარტიული რესურსი იმისთვის, რომ დამოუკიდებლად მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობდა და მოვიპოვოთ დამაჯერებელი გამარჯვება. ოქტომბრის არჩევნებში ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ, როგორც პარტია დამაჯერებელ გამარჯვებას. პირველ რიგში მოსახლეობის მხარდაჭერა, ჩვენ გვაქვს პარტიული რესურსი, ეს არის ძირითადი ფაქტორები, რომელიც ამის თქმის საფუძველს გვაძლევს. პერიოდულად ვატარებთ სოციოლოგიურ კვლევებს, გარდა ამისა ჩვენ გვქონდა რამდენიმე სატესტო არჩევნები გარდაბანში, ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს იმ დასკვნების გამოტანის საშუალებას, რომ ჩვენი პოზიციები არის ძალიან მყარი და ჩვენ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღეს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ,,ქართული ოცნება“ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.