საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა - ფოტო ზურაბიშვილის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
საუბრის თემა სავარაუდოდ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები იყო.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 14 მარტს ელჩი რობინ დანიგანი საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.