“ვისოლ ჯგუფმა” დღეს საქართველოში ოფიციალურად გახსნა “ვენდის” ყველაზე დიდი რესტორანი მსოფლიოში.
გახსნის ცერემონიას, რომელიც სიმბოლურად 15 ნოემბერს დაიგეგმა, ესწრებოდნენ „ვვნდის“ წარმომადგენლები ამერიკიდან. 15 ნოემბერი განსაკუთრებული დღეა, რომელიც უკავშირდება „ვენდის“ პირველი რესტორანის გახსნას ამერიკის შეერთებულ შტატებში. 46 წლის წინ, 1969 წლის 15 ნოემბერს დეივ ტომასმა „ვენდის“ პირველი რესტორანი გახსნა.
თბილისში, 26 მაისის მოედანზე მდებარე „ვენდის’ ახალი რესტორანი 3 სართულზეა განლაგებული, 1,450 კვ.მ.-ს მოიცავს და შესაძლებლობა აქვს 450 სტუმარს უმასპინძლოს.
გახნის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობდნენ „ვენდის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ტოდ პენეგორი, კორპორაციის ვიცე–პრეზიდენტი ფინანსურ საკითხებში, კომპანიის განვითარების მენეჯერი აბიგაილ პრინგლე და „ვენდის“ სათაო ოფისის საერთაშორისო დეპარტამენტების ხელმძღვანელები. „ვისოლ ჯგუფიდან“ ღონისძიებას ესწრებოდა კომპანიის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და ვიცე-პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე. გახსნის ცერემონიაზე ასევე წარმოდგენილნი იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
ტოდ პენეგორმა მიულოცა სოსო ფხაკაძეს მსოფლიოში ყველაზე დიდი „ვენდის“ რესტორნის გახსნა და მიღწევები, რომლებიც საქართველოში „ვენდის“ რესტორნების ქსელის განვითარებას მოჰყვა მას შემდეგ, რაც პირველი რესტორანი რუსთაველის გამზირზე 2013 წლის სექტემბერში გაიხსნა. მხოლოდ ორი წლის ვადაში ჯამში უკვე 8 რესტორანი გაიხსნა თბილისის მასშტაბით.
"ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი „ვენდის“ ბრენდისათვის და ჩვენი ძალისხმევის შედეგი, რომ გვქონდეს მდგრადი საერთაშორისო ზრდა", განაცხადა პენეგორმა. "ჩვენ ძალიან ვაფასებთ „ვისოლ ჯგუფის“ ხედვას, მათ თავდადებას და ყველაზე დიდ აქცენტს მომხმარებელზე, რომელიც მკაფიოდ იგრძნობა კომპანიის მხრიდან, რაც ვფიქრობ კიდევ მეტი ზრდისა და წარმატების საწინდარი იქნება“.
„ვისოლ ჯგუფი“ ერთ-ერთი უდიდესი ბიზნეს ჯგუფია საქართველოში, რომელმაც 2012 წელს მიიღო ფრანჩიზის უფლება „ვენდის“ კომპანიისგან რესტორნების ქსელის საქართველოსა და აზერბაიჯანში განვითარებისათვის.
ისევე როგორც „ვენდის“ ფლაგმან რესტორნებში ახალგახსნილ ობიექტზე რესტორნის ნაწილის გარდა, სადაც შესაძლებლობა გაქვთ დააგემოვნოთ უგემრიელესი საფირმო მენიუ - ჰამბურგერები, სალათები, კარტოფილი და „ფროსტის“ დესერტები, განთავსებულია ასევე სათამაშო ზონა, დაბადების დღის ცენტრი და „ვენდის“ კაფე.
„ვენდის“ კაფეში წარმოდგენილია 15 სხვადასხვა სახის უმაღლესი ხარისხის ყავა, სათამაშო ზონა დაბადების დღის ცენტრთან ერთად გთავაზობთ სივრცეს, სადაც მომხმარებლებს საშუალება აქვთ დაისვენონ და მიიღონ „ვენდის“ რესტორანის უნიკალური გამოცდილება.
სოსო ფხაკაძის თქმით: "სიმბოლურია ის ფაქტი, რომ ჩვენ ავღნიშნავთ „ვენდის“ დაფუძვნების დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდი „ვენდის“ რესტორანის ჩვენს დედაქალაქში, თბილისში გახსნით. მოხარული ვართ, რომ „ვენდის“ კომპანიის ხელმძღვანელები შემოგვიერთდნენ ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს და შესაძლებლობა გვაქვს ერთად აღვნიშნოთ ჩვენი პარტნიორობის შედეგად მიღწეული წარმატება. ჩვენ კიდევ უფრო განვავითარებთ „ვენდის“ ქსელს და ის წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ ჩვენს დედაქალაქში, არამედ ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონებშიც“.