საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან EBRD 12 მილიონი აშშ დოლარიანი შეთანხმება ფორმდება, რომლითაც ინფექციური საავადმყოფის ტერიტორიაზე ახალი კლინიკის მშენებლობა იგეგმება.
როგორც მინისტრმა, EBRD-ის ყოველწლიური გახსნის ცერემონიის შემდეგ განაცხადა, აღნიშნულ შეთანხმებას EBRD კომპანია „ავერსთან“ ერთად დააფინანსებს და ყველაზე თანამედროვე უახლესი სტანდარტების კლინიკის მშენებლობას უზრუნველყოფს.
კვირიკაშვილის განმარტებით, პროექტის განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება.
EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი თბილისში დღეს გაიხსნა, რომელიც ოფიციალურად ხვალ დაიხურება.