"დაიცავი საქართველოს" ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, ოპოზიციაში კვლავ ერთიანი ლიდერის გამოკვეთის პროცესი მიმდინარეობს.
როგორც გაჩეჩილაძემ ალიანს წარმომადგენლებთან გუშინ გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ იგი მოლაპარაკების "სამზარეულოს" გარეთ გამოტანას არ აპირებს.
რაც შეხება ალიანს, "დაიცავი საქართველოს" ლიდერის განცხადებით, მათ საარჩევნო კამპანიაში არ ერევა და არც ისინი უნდა ჩაერიონ სხვის საქმიანობაში.
მიუხედავად ყველაფრისა, ლევან გაჩეჩილაძე ირაკლი ალასანიასთან მოლაპარაკებებს ისევ გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ "რესპუბლიკელებმა" პრიმერის მომხრე პარტიებთან კონსულტაციები დასრულებულად გამოაცხადეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დაიცავი საქართველოს ლიდერმა ირაკლი ალასანიასთნა შეხვედრა დაანონსა, თუმცა ალიანსის მერობის კანდიდატის და გაჩეჩილაძის შეხვედრა არ შემდგარა.