ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი უკრაინაში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებას არ დაესწრება.
ეშტონის ნაცვლად კიევში მისი მოადგილე ჩავა, რომელიც უკრაინის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. განცხადება ამის შესახებ ბრიუსელში ეშტონის წარმომადგენელმა გააკეთა.
„მას ვიზიტი არ გაუუქმებია. ბატონესა ეშტონი აგრძელებს მოლაპარაკებებს სერბეთსა და კოსოვოსთან. აი ამიტომ ის უნდა იყოს ბრიუსელში, ეს მის კალენდარში უკვე იყო ჩანიშნული", _ აცხადებს ეშტონის წარმომადგენელი.