მინისტრთა კაბინეტის გადაყენება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები - უკრაინულმა ოპოზიციამ თავისი მოთხოვნები წარადგინა და იანუკვიჩს ორი დღის ვადა მისცა.
კიევში მიმდინარე აქციების მონაწილეები პრეზიდენტი ადმინისტრაციის სადღეღამისოო პიკეტირებას დაიწყებენ, იმ შემთხვევაში თუ ვიქტორ იანუკოვიჩი ორო დღის განმავლობაში ოპოზიციის მოთხოვნებს არ შეასრულებს. განცხადება ამის შესახებ დეპუტატმა პარტია „ბატკივშინა"- დან სერგეი სობოლევმა ნაციონალური წინააღმეგობის შტაბში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მან აღნიშნა, რომ აუცილებელია ნაცინალური ნდობის მთავრობის ფორმირება და ევროინტეგრაციაზე კურსის დაბრუნება. „ეს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მკაფიო გეგმაა", _ განაცხადა დეპუტატმა.
„იმ შემთხვევაში თუ ამ ორუ დღის განმავლობაში იანუკოვიჩი შესაბამის გადაწყვეტილებებს არ მიიღებს, ძალაში შევა შემდეგი გეგმა: ჩვენ პრეზიდენტის ადმინისრაციის პიკეტირების დღის აქციებიდან სადღეღამისო პიკეტირებაზე გადავდივათ. ასევე პიკეტირება იქნება მთელს სამთავრობო კვარტალზე, გამაგრებული იქნება ყველა საკვანძო წერტილი, რომელიც იქ არის", _ განაცხადა სობოლევმა.
მანვე აღნიშნა, რომ „ეს უკვე აღარ არის მოლაპარაკებები მთავრობის გადადგომაზე ან რაღაც სხვა, ხოლო საკვანძო მოთხოვნა დადგინდეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი".
ოპოზციამ თავიანთი მოთხოვნები უმაღლესი რადის თავმჯდომარეს ვლადიმერ რიბაკს გადასცა: მინისტრთა კაბინეტის გადაყენება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები.
„რიბაკს ეს იმიტომ გადავეცით, რომ მან იანუკოვიჩს გადასცეს", _ განაცხადა „ბატკივშინა"-ს ფრაქციის თავმჯდომარემ არსენი იაცენიუკმა.