გერმანიის მთავრობა მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებას გააკეთოს ყველაფერი უკრაინელების უფლების დასაცავად მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩატარების შესახებ და აფრთხილებს - ძალა არ გამოიყენოს. განცხადება ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გააკეთა.
„გააკეთეთ ყველაფერი იმისათვის რათა გამუდმებით დაცული იქნეს აზრის თავისუფლად გამოხატვის და თავისუფალი შეკრებების უფლება", _ განაცხადა მერკელმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვიდო ვესტერველემ კი განაცხადა, რომ უკრაინაში გამართული მრავალათასიანი აქციები ადასტურებს, რომ ათასობის უკრაინელი ევროკავშირს უჭერს მხარს.
„ეს ადასტურებს, რომ ადამიანების გული უკრაინაში ევროპულად ფეთქავს",_ განაცხადა მინისტრმა.