ერევანში მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა, რომელიც სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ იყო მიმართული. აქცია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვიზიტს სომხეთში სპეციალურად დაამთხვიეს.
აქცია რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა.
აქციის მონაწილეები სკანდირებდდნენ: „სერჟიკ - მოღლატევ!", „სერჟიკ - წადი!", „წადი შენს პუტინთან!", პუტინ Go Home!", „F*ck, პუტინ!", „სომხეთი რუსეთის გარეშე!", „Stop, Russia!".
აქციას პოლიციის გაძლიერებული კორდონი იცავს.
აქციაზე ერთ-ერთ პლაკატზე , რომელზც გამოსახულია ალიევი და პუტინი არის წარწერა"ის, ვინც ჩვენს მტერზე იარაღს ჰყიდის, ჩვენი მტერია".