ირლანდიელმა პოლიციელებმა შვედი მხატვრის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს. მკვლელობის მოტივი მხატვრის მიერ შექმნილი სურათია, რომელზეც წინასწარმეტყველი მუჰამედი ძაღლის ტანითაა გამოსახული.
დაკავებულია 4 კაცი და 3 ქალი.
მხატვარი ლარს ვილკსი 2007 წელს პოლიციის მფარველობის ქვეში იყო. ტერორისტული დაჯგუფება ალ-ქაიდა მზად იყო მისი განადგურებისთვის 100 000 დოლარი გადაეხადა. მიზეზი ხსენებული, ტერორისტებისთვის შეურაცხმყოფელი, ნახატი იყო.