ზუგდიდში ახალი პოლიტიკური მოძრაობა "თეთრების" საინიციატივო ჯგუფის ფორმირება ადვოკატ მზია ჯგუშიას დაევალა. ამის შესახებ ახალი პოლიტიკური მოძრაობა "თეთრების" პრესსამსახურის წარმომადგენელი ნანა ავალიშვილი აცხადებს.
მისი განცხადებით, იურისტი და ადვოკატი მზია ჯგუშია 1988-1992 წლებში ეროვნული მოძრაობის, კერძოდ კი "მრგვალი მაგიდის"ერთ-ერთი გამორჩეული ორგანიზატორი იყო. "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი დარწმუნებულია, რომ ჯგუშია ამჯერადაც წარმატებით გაართმევს თავს ნაკისრ მოვალეობას.
"თეთრებმა" ზუგდიდი უკვე დატოვეს და რეგიონალური სტრუქტურის დაფუძნებისთვის კონსულტაციების გასამართად ფოთისკენ გადაინაცვლეს.