საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, 2013 წელს საქართველოს მოსახეობა 5 მილიონი იქნება.
ამის შესახებ სააკაშვილმა ბათუმში, თურქული სკოლის გახსნის საზეიმო ცერემონილზე განაცხადა.
~საქართველოში თითქმის 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. შეიძლება ბევრს არ ესიამოვნოს, მაგრამ ჩემი პრეზიდენტობის ბოლოსათვის ქვეყნის მოსახელბა 5 მილიონი იქნება. ბოლო 6 წლის განმავლობაში ქვეყანაში უფრო მეტი ქართველი დაბრუნდა ვიდრე წავიდა და უფროს მეტი დაიბადა ვიდერე წავიდა იმ ქვეყანაში. მე ამით ყველაზე მეტად ვამაყობ~, - განაცხადა სააკაშვილმა და აქვე დასძინა, რომ როცა ქართველებზე საუბრობს მრავალეთნიკურ საქართველოს მოსახლეობას გულისხმობს.
პრეზიდენტის განცხადებით, საზღვრის დაცვის დეპარტამნეტის მონაცმებით მხოლოდ გასულ წელს 164 ათასი ადამიანით მეტი დაბრუნდა საქართველოში ვიდრე წავიდა.
"ეს არის ის ციფრები, რომელსაც წყალი არ გაუვა", - აღნიშნა სააკაშვილმა.