ტაჯიკეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებულად გამოაცხადა. ცესკოს მონაცემებით, ადგილობრივი დროის 14:00 საათისათვის ამომრჩეველთა აქტიურობამ 68 % -ზე მეტი შეადგინა.
10:00 საათზე ცესკო აცხადებდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 40 %-მა მიიღო. დამკვირვებლები კი აცხადებენ, რომ ასეთი რამ შეუძლებელია.
„ხელისუფლების ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ პრეზიდენტის არჩევნების ლეგიტიმურობა უზრუნველყონ, იმის გამო, რომ ხმის მიცემის მოჩვენებითი ხილვადობა შექმნან", - აცხადებენ ოპოზიციის წარმომადგენლები.
„ბი-ბი-სის" ინფორმაციით, მრავალმა ამომრჩეველმა მათთან საუბარში უარი განაცხადა, არჩევნებზე წასვლაზე და მიზეზად ის დაასახელა, რომ ბიულეტენებში არ არის ის კანდიდატურა, რომელსაც ისინი ხმას მისცემდნენ.
დამკვირვებელთა შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნები აპათიისა და მოქალაქეთა უკმაყოფილების ფონზე მიმდინარეობს.
ქვეყნის უმაღლეს თანამდებობაზე მთავარი პრეტენდენტი 61 წლის ემომალი რახმონია, რომელიც პრეზიდენტად კენჭს უკვე მეოთხედ იყრის.