დღეს, 6 ნოემბერს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე სპექტაკლის "რეპეტიციის შემდეგ" პრემიერა გაიმართება.
ინგმარ ბერგმანის პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა თემურ კუპრავამ დადგა. მონაწილეობენ მსახიობები: ზურა ბეგალიშვილი და ქეთა შათირიშვილი.
სპექტაკლის შესახებ- ,,ახლა შუადღეა. . . ცარიელ თეატრი. . . სიჩუმე. ეს განსაკუთრებული, იდუმალი სიჩუმეა. ჯერ კიდევ ყრუდ გაისმის მსახიობების, სცენის მუშების ხმები, ეს ხმები სულ აქ არიან, აქ ცხოვრობენ. უბრალოდ ახლა არ ისმის, თითქოს გაირინდნენ. ერთი საათია დილის რეპეტიცია დამთავრდა, დღეს საღამოს სპექტაკლი არ არის. ასეთი სიცარიელე მხოლდ დღისითაა თეატრში. თითქმის ყოველ საღამოს ამ დარბაზში ასობით ადამიანი იყრის თავს, ახლა კი არავინაა, საკმარისია, დაიხარო და სულ სხვა რეალობას დაინახავ, უეცრად აღმოჩნდება, რომ მკვდრები მთლად მკვდრები არ არიან, ცოცხლები კი მოჩვენებებს ჰგვანან. ის, რაც წუთის წინ ეჭვსაც არ იწვევდა, მოულოდნელად უცნაური და წარმოუდგენელი მოგეჩვენება. გესმის? ყური დაუგდე ცარიელი სცენის სიჩუმეს. აქ სულიერი ენერგია, გულით განცდილი თუ ნათამაშები გრძნობები, სიცილი, ვნებები და კიდევ, ვინ იცი, რამდენი რამ ტრიალებს. . . ეს ყველაფერი აქ რჩება, ამ კედლებშია გამჯდარი და თავისი იდუმალი სიცოცხლით ცხოვრობს. ,,მხოლოდ თეატრში შეგვიძლია ასე მოვექცეთ ავტორს. მუსიკაში ეს წარმოუდგენელია. ჯერ ერთი, ნოტებს თვითნებურად ინტერპრეტაციას ვერ მოუძებნი. და მეორე, მუსიკოსის პროფესია ცოდნას ითხოვს. ნებისმიერ იდიოტს შეუძლია გადაუაროს იბსენს, მაგრამ ვერავინ გაბედავს მოცარტის შეურაცხყოფას. კრიტიკოსებიც და პუბლიკაც მაშინვე შეაჩვენებენ.,,