დღეს, ფიროსმანის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა გაიხსნება. გამოიფინება შვიდი თვითნასწავლი მხატვრის - დავით ლაშქარაძის, ავთანდილ დათიაშვილის, ტატიანა პაპისაშვილის, ლია სიხარულიძის, თამარ ძიძიგურის, დალი ხაჩაპურიძისა და გიგლა მამფორიას ფიროსმანის თემაზე შექმნილი ნამუშევრები.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 80-მდე ფერწერული ტილო და ქანდაკება, ასევე სხვადასხვა კომპოზიცია.
მხატვრების გამოფენას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზი უმასპინძლებს.
ექსპოზიცია 13 ნოემბერს დაიხურება.