ჰუმანიტარულ სამართალზე ღია კარის დღეს  იუსტიციის მინისტრის მოადგილე დაესწრება. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით,  6 ნოემბერს, 12:00 საათზე იუსტიციის სამინისტროში საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი ევროპის  იურისტ სტუდენტთა  ასოციაციის (ELSA) საქართველოს წარმომადგენლობასთან ერთად საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალზე ღია კარის დღეს  გაიმართავს. პრეზენტაციას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე დაესწრება.
მისამართი: გორგასლის 24 ა, იუსტიციის სამინისტრო