თბილისის მერიამ პროგრამული, საინფორმაციო და ვიზუალური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულია შპს "თბილისის პორტალი".
გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, გამოყოფილი თანხა მიზანმიმართულად იხარჯება ტენდერის მიხედვით გათვალისწინებულ მომსახურებებზე.
თბილისის პორტალი უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მერიის ოფიციალური ვებ-გვერდის ტექნიკურ, ვიზუალურ და საინფორმაციო მომსახურებას, რაც გულისხმობს თბილისის მერიის ადმინისტრაციისა და საქალაქო სამსახურების შესახებ, ინფორმაციის მოძიებას, კონტენტის შემუშავებასა და ვებ-გვერდზე განთავსებას. ასევე უზრუნველვყობთ დედაქალაქის ღირსშესანიშნაობების, გასართობი და სარეკრეაციო ადგილების, ქალაქის ქუჩების, ხედების, ისტორიის, კულტურის, კეთილმოწყობის, ტრანსპორტის, სოციალური და სამედიცინო მომსახურების შესახებ, ფოტო და ვიდეო მასალის მომზადებასა და ვებ-გვერდზე განთავსებას.
თბილისის პორტალი უზრუნველყოფს მერიის საქმიანობისა და თბილისში მიმდინარე პროექტების შესახებ, საინფორმაციო ვიდეო რგოლების მომზადებას.
ასევე ჩვენ უზრუნველვყოფთ თბილისში მიმდინარე პროექტებისთვის კორპორატიული სტილისა და დიზაინის შემუშავებას, რაც გულისხმობს: საინფორმაციო ჟურნალის, თბილისის შესახებ წიგნების, ფლაერების, პოსტერების, ბროშურების, ქუჩის მანიშნებლები აბრების, ბანერებისა და სხვა სახის დიზაინის შექმნას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე თანხების ხარჯვა ხდება კანონმდებლობის სრული დაცვით და ინფორმაცია ამის შესახებ ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. შესაბამისად მიუღებელია ბრალდება თანხების გაფლანგვის შესახებ, რომელიც ზაზა გაბუნიას მიერ გავრცელდა დოკუმენტაციის გაცნობის გარეშე, ზერელედ და დაუსაბუთებლად.