თეთრი სახლის მიერ მხარდაჭერილმა კანონპროექტმა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ან სქესობრივი კუთვნილების გამო სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაცის შესახებ, სენატში რესპუბლიკელთა წინააღმდეგობის მიუხედავად, მხარდაჭერა მოიპოვა.
კანონპროექტის განხილვის დაწყებას მხარი 61-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი 30 სენატორი იყო.
სააგენტო როიტერის ინფორმაცით, კანონპროექტის სენატის მხარდაჭერას სავარაუდოდ მიმდინარე კვირის ბოლოს მიიღებს. თუმცა მიმდინარე ეტაპზე კანონპროექტს რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებად კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში არ გადააგზავნიან.
მასალის გამოყენების პირობები