მალის ჩრდილოეთით გატაცებული ორი ფრანგი ჟურნალისტი მოკლეს. ინფორმაცია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინიტრომ დაადასტურა, იუწყება როიტერი.
კლოდ ვერლონი და გისლენ დიუპონი მალის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კიდალში გაიტაცეს.
პროვინცია კიდალის გუბერნატორის, პოლკოვნიკ ადამ კამისოკოს განცხადებით, ჟურნალისტები ოთხმა შეიარაღებულმა მამაკაცმა გაიტაცა.
ორივე ჟურნალისტი რადიო France Internationale-ში (RFI) მუშაობდა. ისინი მალის დედაქალაქ ბამაკოდან კიდალში სამშაბათს ჩავიდნენ.
როიტერის ინფორმაცით, გატაცებამდე ჟურნალისტები ამბოხებული ტუარეგების წარმომადგენლისგან იღებდნენ ინტერვიუს.
ბი-ბი-სი იტყობინება, რომ მალიში მიმდინარე წლის ივლისში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მიუხედავად, ვითარება არასტაბილურია და ამბოხებულები ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში პერიოდულად თავდასხმებს აწყობენ.