სომალელმა მეკობრეებმა 2005-2012 წლებში 400 მილიონი აშშ დოლარი მოიპოვეს, ამის შესახებ მსოფლიო ბანკისა და გაეროს ერთობლივ მოხსენებაშია აღნიშნული.
მოხსენების მიხედვით, თანხისა ძირითადად არა მეკობრებთან, არამედ მათ უკან მდგომ საქმოსნებთან იყრის თავს, რომელიც კრიმინალური ოპერაციების დაფინასებას, მათ შორის იარაღითა და ადამიანებით ვაჭრობას ხმარდება.
„რიგით მეკობრეებს თითოეული გემისთვის 30 დან 75 ათას აშშ დოლარამდე უხდიან", - აღნიშნულია მოხსენებაში.
როგორც ბი-ბი-სი იტყობინება, ანგარიშის ავტორების რეკომენდაციით, აუცილებელია შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც აღკვეთავს მეკობრების მიერ მოპოვებული ფულის გათეთრებას.