რუსეთისა და იაპონიის ისტორიაში პირველი შეხვედრა, ორი ქვეყნის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებისა ტოკიოში მიმდინარეობს. შეხვედრა 2+2-ის ფორმატში იმართება.
"ვართ მონაწილეები მართლაც მნიშვნელოვანი შეხვედრისა. ეს არის მაჩვენებელი რუსეთისა და იაპონიის ურთიერთობებში ახალი ეტაპის დაწყების", _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
ამავე დროს, შეხვედრის პარალელურად კურილიის კუნძულებზე მიწისძვრა მოხდა. მისი სიმძლავრე 5,2 მადნიტუდას შეადგენდა.
მხარეებმა უკვე მოასწრეს შეთანხმება ერთობლივი სამხედრო სწავლებების ჩატარების შესახებ. ასევე მიღწეულია შეთანხმება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შესახებ კონსულტაციების გამართვისა.
აღსანიშნავია, რომ სერგეი ლავროვის ვიზიტი ტიკოიში აქციების ფონზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები კურილიის კუნძულების დაბრუნებას მოითხოვენ.