სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის დანერგვის კუთხით საქართველო პირველ ადგილზე გავიდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ქვეყნებს შორის. EBRD-ის კვლევა „სახელმწიფო შესყიდვების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა" მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნდა.
კვლევამ, რომელიც მოიცავს 2012 - 2013 წლებს, აჩვენა, რომ საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულმა სისტემამ EBRD-ის ბოლო შეფასებიდან მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა შეფასების ყველა კრიტერიუმის მიხედვით და EBRD-ის კლიენტ 26 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა.
აღნიშნული კვლევა, ასევე, აფასებს რეგიონის ქვეყნების კანონმდებლობას სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობის, გამჭვირვალობისა და აღსრულების ნაწილში. ამ მხრივ, ჩვენი ქვეყანა საუკეთესო სამეულშია უნგრეთსა და თურქეთთან ერთად.
მასალის გამოყენების პირობები