ბათუმში დღეიდან ხმოვანი შუქნიშნები ამოქმედდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამერიდან სპეციალური სიგნალის საშუალებით უსინათლოები ქუჩის გადაკვეთას შეძლებენ. ახალი შუქნიშნები ქალაქში 16 გზაჯვარედინზე განთავსდა. ახალ სისტემაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტომ, ბელგიურ კომპანია Vialis International-თან ერთად, იმუშავა.
მასალის გამოყენების პირობები