2014 წლის 1-ელი მაისიდან, ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან ფრენებს ლვოვის მიმართულებითაც განახორციელებს. წინასწარ ბილეთების დაჯავშნა ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე - www.wizzair.com უკვე შესაძლებელია. ცნობილია, რომ Wizz Air-ი ლვოვის მიმართულებით ფრენას კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ი საქართველოს ავიაბაზარზე 2012 წლის 27 სექტემბრიდან ოპერირებს.