სოფლად ტურიზმის განვითარებისა და მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი გადამზადების კურსებს იწყებს. სოფლად არსებული სასტუმრო სახლების მეპატრონეთა გადამზადების პირველი ეტაპი 1-ელი ნოემბრიდან 3 ნოემბრამდე სოფელ სახალვაშოში გაიმართება. შემდეგ ეტაპებზე კურსები შუახევის რაიონსა (4-6 ნოემბერს) და ქედის რაიონში (7-8 ნოემბერი) მდებარე სასტუმრო სახლების მეპატრონეთათვის ჩატარდება. ტურიზმის დეპარტამენტი პირველად ატარებს ტურიზმის ამ მიმართულებით გადამზადების კურსებს. აღნიშნული პროექტის შედეგად რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტიდან სოფლად ტურიზმის განვითარებაში უშუალოდ მონაწილე 40 ადამიანი გადამზადდება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს უახლოეს მომავალში ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული პერსონალისათვის სხვადასხვა მიმართულებით სულ 230-მდე ადამიანის გადამზადება აქვს დაგეგმილი.