დღეს, 1-ელ ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში თბილისის ჯაზ ფესტივალს კლასიკური პოპის უდიდესი წარმომადგენელი ნატალი კოლი დახურავს.
ნატალი კოლი თბილისის მე-16 ჯაზფესტივალის ჰედლაინერია. კლასიკური პოპის წარმომადგენელი 90 წუთიან ლაივ კონცერტს გამართავს. კონცერტზე ახალ ალბომს "en espaniol" წარმოადგენს . ნატალი კოლი 9 გრემისა და პლატინის დისკების მფლობელია.
თბილისის ჯაზფესტივალი 1978 წელს დაარსდა, 90-იან წლებში შეწყდა და 2000 წლიდან "ისთერნ პრომოუშენმა" აღადგინა. ყოველწლიურად, თბილისს მსოფლიო ჯაზის ვარსკვლავები სტუმრობენ.