უკრაინის ფინანსური მომსახურების ეროვნული კომპანიამ, სოფლის მეურნეობის პროდუქტების დაზღვევისთვის, სადაზღვეო კომპანია „Tas"- სა და „ასკო-დონბასს სევეროს", უარი განუცხადა და მათ სათანადო ლიცენზია არ მისცა. თავის მხრივ კი ამ კომპანიებს ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრემიერი და ამჯერად უკვე უკრაინის რადას დეპუტატი სერგეი ტიგიპკო და უკრაინის ყველაზე მდიდარი ადამიანი რინატო ახმეტოვი აკონტროლებენ.
როგორც ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, „Tas "- მა კომისიაში არასწორი დოკუმენტაცია შეიტანა და სწორედ ამიტომ ეთქვა უარი და არ დაკმაყოფილდა კომპანიის განაცხადი. ხოლო რაც შეეხება „ასკო-დონბასს სევეროსს", მისი მოთხოვნა სალიცენზიო საქმიანობისთვის არასწორად იყო გაფორმებული.
დღეისათის უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაზღვევის ბაზარზე 12 კომპანია ოპერირებს.
შეგახსენებთ, რომ სადაზღვეო კომპანია „Tas"-ი „Tas Group"-ის შემადგენლობაში შედის, რომელიც სერგეი ტიგიპკოს საკუთრებაა. ხოლო რაც შეეხება „ასკო-დონბასს სევეროს", მისი უმსხვილესი აქციონერი კომპანია „ასკოა"-ა, რომელიც თავის მხრივ რინატო ახმეტოვას „სკმ ჯგუფის" საკუთრებაა.