"ალიანისი საქართველოსთვის" სააქციო საზოგადოება "თბილსრესის" მუშებისთვის ხელფასის გაცემას ითხოვს. ამ თემაზე "ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა, პრესკონფერენცია გამართა.
სუბარმა ხელისუფლება გააფრთხილა, რომ თუ სახელფასო დავალიანებები დაუყოვნებლივ არ დაიფარება, საპროტესტო აქციები დაიწყება. მისი განცხადებით, "თბილსრესი" ამ დროისთვის გაყიდულია, მისი მფლობელი საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიაა და ამ გარიგების შედეგად 587 ადამიანი დარჩა უმუშევარი.
"რადგან კომპანია გაიყიდა გაკოტრების წესით, პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილდნენ მუშა-მოსამსახურეები არანაირი ეტაპობრივი პროცედურა აქ არ არის საჭირო, პირველ რიგში უნდა მოხდეს მათი ხელფასების გადახდა და შემდეგ უნდა დაიფაროს სხვა დავალიანებები", - აღნიშნა სუბარმა.