"ალიასი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის განცხადებით, ალიანსი" პრაიმერის მომხრეებთან თანამშრომლობას არც სოციოლოგიური გამოკითხვის მიმართულებით აპირებს. მისი თქმით, იყო დრო, როცა "ალიანსი" სოციოლოგიას ემხრობოდა, თუმცა ამ ეტაპზე მათი შეხედულებები შეიცვალა. ამის შესახებ სუბარმა "მემარჯვენეების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"ყველაფერს აქვს თავისი დრო. ვამბობდით, რომ ვიყავით მზად სოციოლოგიური გამოკითხვისთვის, მაგრამ ყველაფრის დრომ ჩაიარა. ახლა ჩვენი მთავარი მიზანია, დავანახოთ საზოგადოებას, რა გვინდა, რის გაკეთებას ვაპირებთ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ", განაცხადა სუბარმა.