"ლეიბორისტული პარტია" საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ნარკოლოგიურ შემოწმებას ითხოვენ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის გენერალურმა მდივანმა, სოსო შატბერაშვილმა განაცხადა, არსებობს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ნარკოტიკებზე დამოკიდებულია.
"არსებობს სხვადასხვა ინფორმაციები, რომ სააკაშვილი ნარკოტიკებზე დამოკიდებულია. იმისთვის, რომ ეს ეჭვები გაფანტოს, მან ნარკოტესტირება უცხოელ ექსპერტებს უნდა ჩაატაროს, რომლებიც ობიექტურ დასკვნებს დადებენ", - განაცხადა შატბერაშვილმა.
"ლეიბორისტებმა" ქართველ ექსპერტებს უნდობლობა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ მათ მიერ დადებული დასკვნები არაობიექტური იქნება, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლები და უშუალოდ პრეზიდენტი სააკაშვილი მათზე ზეწოლას მოახდენენ.