პრაიმერის მომხრეები არ გამორიცხავენ, რომ 9 აპრილს სპორტის სასახლეში დასახელებული ერთიან კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე იყოს. ამის შესახებ დღეს, "ხალხის პარტიის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბ ნოღაიდელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერის განცხადებით, კანდიდატს სამი მნიშვნელოვანი თვისება უნდა ჰქონდეს:
"უნდა სტკიოდეს და ესმოდეს ადგილობრივი პრობლემები, შესწევდეს უანრი ამ პრობლემების მოგვარებისა და ვაჟკაცობა, რომ საქმე შუა გზაზე არ მიატოვოს" - აღნიშნა ნოღაიდელმა.
კითხვაზე აქვს თუ არა აღნიშნული თვისებები ლევან გაჩეჩილაძეს ნოღაიდელმა პირდაპირ არ უპასუხა, თუმცა არც გამორიცხა მისი სოციოლოგიურ გამოკითხვაში მონაწილეობა.
"კარი ყველასთვის ღიაა ვისაც აქვს დაინტერესება დასურვილი მონაწილეობისა", - განაცხადა ნოღაიდელმა.
მისი თქმით, მაყურებელი უფრო მეტ ინფორმაციას საღამოს, მეორე არხის ეთერიდან შეიტყობს.