ქართული მხარე მზადაა რუსეთთის ფედერაციასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აღადგინოს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
"რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის მიუხედავად, ლარის გამშვები პუნქტის გახსნა კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება შვეიცარული მხარის შუამავლობით ვითანამშრომლოთ. ქართული მხარე კი ყოველთვის მზადაა მოსკოვთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისთვის, თუმცა ამისთვის მხოლოდ ჩვენი სურვილი საკმარის არ არის", - აღნიშნა კანალდაძემ და აქვე დასძიან, რომ პირდაპირი მიმოსვალ როგორც რუსეთის ფედერაციაში ცხოვრებ ქართველებს, ასევე საქართველოში შემოსვლით ყველა დაინტერესებულ პირს გადაადგილებას გაუადვილებდა.
მისი განმარტებით, საჰაერო მიმოსვლის აღდგენაში სახლემწიფოს როლი მინიმალურია და ეს ორი კერძო სუბიექტის, კერძოდ კი ავიაკომპანიების გადასაწყვეტია.
"მოსკოვთან საჰაერო მიმოსვლის აღგდენის სურვილის შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება ნებართვის გასაცემად ყოვეთვის მზადაა. ფერენბზე უარი რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, ამიტომ მისი აღდგენაც მათზეა დამოკიდებული~, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ "ქრისტიან-დემოკრატები" საქართველოს ხელისუფლებისგან რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას ითხოვენ.
ფრაქციის წევრის ნიკა ლალიაშვილის განცხადებით, მაშინ, როცა ხელისუფლებამ ლარსის გამშვები პუნქტის სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ გახსნა, უნდა იზრუნოს იმ ქართველბზე, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ და პირდასპირი საჰაერო მიმოსვლა აღადგინოს.