" ქართული მხარე ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მიერ ე.წ. საზღრების ბოძებით შემოღობვას სერიოზულად არ აღიქვამს. ამის შესახებ ~ჯი-ეიჩ-ენს~ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განუცხადა.
"ოსი სეპარატისტების მიერ ბოძებით ტერიტორების მონიშვნას პროვოკაციადაც კი აღარ აღვიქვამთ, ეს უბრალოდ არასერიოზულია. საქართველოში შიდა საზღვრები არსდროს ყოფილა და არც არსადროს იარსებებს. სამწუხარო რეალობა კი ისაა, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში გვაქვს ტერიტორიები, რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ~, - განაცხადა კალანაძემ.
მისივე განცხადებით, სეპარატისტების ე.წ. საზღვრებს სამართლებრივად აღიარება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არასდროს უწერია.
შეგახასნებთ, რომ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი ე.წ. საზღვარზე ბოძების დამონტაჟებას გეგმავს.
ამის შესახებ სააგენტო ~რესი~ ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. სპეციალურ რწმუნებულ პოსტკონფლიქტური ვითარების დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევზე დაყრდნობით იუწყება.
ჩოჩიევის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ცხინვალის სეპარატისტულმა რეჟიმმა მას შემდეგ მიიღო, რაც თბილისმა საზღვრების დემარკაციის საკითთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.
~ბოძებს, რომელსაც დავამონტაჟებთ მითითებული იქნება, რომ აქ სახელმწიფო საზღვარი გადის~, - აღნიშნა ჩოჩიევმა.