თბილისს 9-11 მარტს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ეწვევა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და მთავრობის წევრებთან გამართავს.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღმავების საკითხებს განიხილავენ.
დონალდ ტუსკი თბილისს კავკასიის რეგიონში დაგეგმილი ტურნეს ფარგლებში ესტუმრება.