თბილისს ხვალ ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეუთოს საპარალმენტო ანსამბლეის პრეზიდენტი ჟოაო სუარესი ეწვევა.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
კალანდაძის ინფორმაციით, ჟოაო სუარესი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკშვილსა და პარლამენტის ვიცე-სპიკერს გიგი წერეთელს შეხვდება.
"ეუთოს საპარალემნტო ანსამბლეის პრეზიდენტი ქართულ მხარესთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომი ვთარების განხილავს. ასევე საუბარი შეეხება საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის ფორმების მოძიების საკითხებს~, - აღნიშნა კალანდაძემ და აქვე დასძინა, რომ ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვენელობა აქვს მაღალი წამომადგელობით ვიზიტებს, რაც საშუალებას იძლევა დაინტერესბულმა მხარეს ინფორმაცია პირველი პირისგან მიიღოს.
მისივე თქმით, ჟოაო სუარესი ოკუპირებულ ტერიტორიების მოსაზღვრე ტერიტორიებს მოინახულებს და შემქმნილ ვითარებას ადგილზე განიხილავს.