"ქართული დასის" ლიდერმა ახალი კანონპროექტი მოამზადა. ჯონდი ბაღათურია პარლამენტს ამნისტიის შესახებ ახალ კანონპროექტს სთავაზობს.
დეპუტატი ამნისტირებული მუხლების გაზრდასა და მსუბუქი დანაშაულებებისათვის გასამართლებული სხვა და სხვა კატეგორიის პატიმრის გათავისუფლებას ითხოვს.
"საქართველოში სამწუხაროდ ციხეები გაადავსებულია პატიმრებით, მათგან უმრავლესობა უსამართლოდაა გასამართლებული. ჩვენ ვართ მონაწილე ყველა იმ პროექტის, რომელიც დაიწყო პატიმართა გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის საკმარისი. ამიტომ ჩვენ საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს შევთავაზებთ მასშტაბურ ამნისტიის კანონპროექტს, რომლის ლობირებასაც დავიწყებთ საქართველოს პარლამენტში", _ აცხადებს ჯონდი ბაღათურია.