სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის დაკავება კანონით აიკრძალება. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე დამუშავებული კანონპროქტიის ინიცირებას პარლამენტში საშემოდგომო სესიის დროს გეგმავს.
"არანაირი აკრძალვა იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობები დაიკავონ პირებმა, რომლებიც იმავდროულად არიან საქართველოს მოქალაქეებიც და სხვა ქვეყნის მოქალაქეები არ არსებობს. თუ პროექტის ეს ნაწილი ამ რედაქციით გავიდა, როგორც წინასწარ ვარიანტშია, მაშინ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ამ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება. ხოლო ის ადამიანები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობის გარდა სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან ამ თანამდებობას ვერ დაიკავებენ", _ აცხადებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი თენგიზ შარმანაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები