"არ უმაგისობაა. მაგალითად, ადამიანი ამბობს, როგორც სცემეს ის, როგორ აწამეს და კონკრეტულად ხელს ადებს მეორე ადამიანს, როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში მოწმეს ან დამსწრეს არ ისწრებენ და გვაქვს რეალურად ერთი ჩვენება რტი ადამიანის წინაარმდეგ, რაც არასაკმარისია,"- ასე უაპსუხა საქართველოს მთავარმა პროკურორმა კითხვას - "ხომ არ არის პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდებები სათანადო მტკიცებულებებით დაუსაბუთებელი?".
როგორც კბილაშვილმა TV-3-ის გადაცემა "დიდ პოლიტიკაში" სტუმრობისას აღნიშნა, პროკურატურის მიერ ბრალის ერთი დაზარალებულის ჩვენებით წარდგენის შემთხვევაში, სახელმწიფო ბრალდება ამ სასამართლო პროცესს აუცლებლად წააგებს.
"წარმოიდგინეთ, რამხელა პრობლემის წინაშე ვდგავართ. ამას ხომ ვიდეო ფირებზე არ გადაიღებდნენ?! ან სხვა პირთა თანდასწრებით ნაკლებად მოახდენდნენ. ჩვენ ყველა ციხეში 2 000-ზე მეტი ადამიანი დავკითხეთ, ყველა ციხეში შევედით და მათ მოგვიყვნენ რაღაც ამაზრზენი ამბები, რაც მათ თავს ხდებოდა იმ დროს, მაგრამ 39-ზე მეტი ინდივიდი ვერ გამოვყავით იმ ათასობით ცემა-ტყეპისგან ნაწამები ადამიანებისგან, იმიტომ რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ გროვდებოდა,"- განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.