პრაიმერის ინიცატორი პარტიები თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის შესარჩევად სოციოლოგიურ გამოკითხვას ხვალიდან, 8 მარტიდან, დაიწყებენ. ამის შესახებ ~ჯი-ეიჩ-ენს~ "კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ განუცხადა.
~ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად სოციოლოგიურ გამოკითხვას ხვალიდან დავიწყებთ. აღნიშნულთან დაკავშირებით კი, ხვალ ~ხალხის პარტიის~ ოფისში ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებთ~, - აღნიშნა კუკავამ.
კობა დავითაშვილის პარტიის ოფისში, ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად გამოკითხვის დაწყების შესახებ ოპოზიციონერები სპეციალურ განცხადებას ხვალ, 12:00 საათზე გააკეთებენ.
პრაიმერის ინიციატორმა პარტიებმა პირველ მარტს განცხადება გაავრცელს, სადაც პრაიმერის ჩატარებაზე უარი თქვეს და დაეთანხმნენ წინადადებას, რომელიც თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის სოციოლოგიური კვლევის გზით გამოვლენას გულისხმობს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პრაიმერის ინიციატორები მზად არიან, ერთიანი კანდიდატის შერჩევის წესის შესახებ დაინტერესებულ მხარესთან 7 მარტის ჩათვლით, ნებისმიერი წინადადება განიხილონ, ხოლო 7 მარტის შემდეგ სოციოლოგიური გამოკითხვის წესებს დამოუკიდებლად შეიმუშავებენ.