გუშინ ღამით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ოფიციალური ვიზიტით პოლონეთსა და ლიტვაში გაემგზავრა.
პირველ ეტაპზე ბაქრაძე პოლონეთში ჩავა და ქვეტნის პრეზიდენტსა და პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარეს შეხვდება.
ამის შემდეგ, ბაქრაძე ლიტვაში გაემგზავრება და ვილნიუსში დამოუკიდებლობის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ლიტვაში ასევე დაიწყებს მუშაობას დემოკრატიული თანამეგობრობის საპარლამენტო ფორუმი, რომლის ერთ-ერთი დამფუძვნებელი საქართველოა.