დღეს, "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი, ირაკლი ალასანია საქართველოს 1-ელი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე "ალიანსის" ლიდერმა ზვიად გამსახურდიას მომხრეებს პოლიტიკური განვითარების საკუთარი გეგმა გააცნო. ალასანიამ ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესების საშუალებებზეც ისაუბრა.
"ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობას უნდა გაუჩნდეს ნდობა, როგორც პოლიტიკური პროცესების მიმართ, ასევე დასაბამი უნდა მიეცეს ეროვნული თანხმობის და შერიგების პროცესს", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.