გუშინ, ღამით "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ სერგეი ლავროვთან და დიმიტრი მედვედევთან შეხვედრების შემდეგ კომენტარი გააკეთა. კითხვაზე თუ რატომ არ ახსენა შეხვედრების დროს სიტყვა ოკუპანტი, ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე შემდეგ განმარტებას აკეთებს.
"რუსეთში კონკრეტული შედეგის მისაღწევად ჩამოვედი და არა პიარკამპანიისთვის. რეალურად ჩვენ გულისმოსაქავებელმა განცხადებებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ დავკარეგთ ქვეყნის 20%. ჩემი ამოცანა არის, რომ ქვეყანა იყოს მთლიანი და ჩემი ამოცან არის, რომ ჩვენს შვილებს არასოდეს აღარ დასჭირდეს სისხლისმღვრელ ბრძოლებში მონაწილეობა ქვეყნის გამთლიანებისათვის. ამისათვის მე გამოვიყენებ მთელ ჩემს ენერგიას და გამოცდილებას", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.